ბლოგი და სიახლეები

მოზაიკის ხელოვნება, როგორც ქალაქის ნაწილი

მოზაიკის ხელოვნება, როგორც ქალაქის ნაწილი

 

       ქობულეთი გამორჩეულია მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკების სიმრავლით. აქ გვხვდება ადრექრიტიანული ხელოვნების ნიმუში, პეტრას მოზაიკა. აგრეთვე  საბჭოთა პერიოდის ნიმუშები, რომელიც არა სოციალისტური პროპაგანდის, არამედ ქალაქის ნაწილად იქცა. ავთენტურობა, სილამაზე, დახვეწილობა და მათი ისტორიულ-კულტურული ღირებულება, კიდევ უფრო ზრდის შენარჩუნებისა და დაცვის მნიშვნელობას.

    

 პეტრას სამნავიანი ბაზილიკის იატაკი  თეთრი, წითელი, ყვითელი, ყავისფერი, მწვანე და ლურჯი ფერის სმალტის კენჭებით არის გაწყობილი. მოზაიკის ფრაგმენტებში ყველაზე უკეთ იკითხება გამოხატული ვაზი, ორივე მხარეს გადაშლილი ყლორტებით. ერთ ყლორტზე მწვანე კენჭებით მოცემულია ფოთოლი. ასეთივე ფოთლების კვალი შერჩენილია მეორე მხარესაც. ვაზის ძირთან წითელი და მუქი ლურჯი კენჭებით გამოსახულია სიმწიფეში შესული მტევანი, რომელიც ყლორტის მოხაზულობის მიხედვით, ამ ვაზის ძირიდან განშტოებულ ყლოტს უნდა ეკუთვნოდეს. მოზაიკის სხვა ფრაგმენტებზე იკითხება წითელი და ყავისფერი კენჭებით მოხაზული მცენარის ყლორტები და მწვანე კენჭებით გამოსახული ვაზის ფოთლები.

 

საბჭოთა მოზაიკა, რომელიც ამშვენებს ავტობუსის გაჩერების კედელს ქობულეთში, გამორ ჩეულია ფერადოვნებით და მრავალფეროვნებით. მოზაიკაზე გამოსახულია მოცურავეები, რომელიც შემკულია ფერადი მოზაიკის დეტალებით.

 

 ,,ბიჭი სალამურით, მზე, ზღაპრის პერსონაჟები ქალაქის გაჩერებაზე გამოსახული ფერადი მოზაიკი დეტალებით გაწყობილი ნიმუშია. თავისი მხატრული და ტექნიკუტი შესრულებით დღემდე ახდენს შთაბეჭდილებას დამთვალიერებელზე.

 

კიდევ უფრო გამორჩეული ნიმუშია, სოფელ დაგვას გაჩერებაზე არსებული მოზაიკის სურათი. ინტერიერი სრულიად ანტიკური ბერძნული დეტალებითაა გაწყობილი, ხოლო ფასადი ქართულ თემატიაკს აქვს დათმობილი.

 

 

სხვა სიახლეები

შავიზღვისპირა ქობულეთის ცენტრალური ქუჩიდან - მთებში

შავიზღვისპირა ქობულეთის ცენტრალური ქუჩიდან - მთებში

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილზე მოგითხრობთ

ქობულეთის მთავარი ნაძვის ხე აინთო

ქობულეთის მთავარი ნაძვის ხე აინთო

სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რომელიც ყველა ასაკის მოქალაქისთვის იყო გათვლილი, 14:00 საათიდან დაიწყო და გვიან ღამემდე კონცერტით დასრულდა.

ჩეხეთის გამოფენა ქობულეთში

ჩეხეთის გამოფენა ქობულეთში

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოფენა მიმდინარეობს