ბლოგი და სიახლეები

ლეკითოსი - ბერძნული დაკრძალვის რიტუალის ატრიბუტი

ლეკითოსი - ბერძნული დაკრძალვის რიტუალის ატრიბუტი

 

ფიჭვნარის კლასიკური ხანის სამაროვნების არქეოლოგიური მასალაში უხ­ვად არის წარმოდგენილია არტეფაქტები, რომლებიც საინტერესო და მნიშვნელ­ო­ვან ინფორმაციას შეიცავს ანტიკური ეპოქის დაკრძალვის რიტუალის შესწავლ­ი­ს­თ­ვის. მათ შორისაა ლეკითო­სები, რო­მელიც  კლასიკური ხანის ელინური სამყაროს დაკრძა­ლვის რიტ­უალის  ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ატრიბუტს წარმოადგენს.

    ფიჭვნარის ბერძნული და კოლხური სამაროვნების გათხ­რ­ებისას, გვხვდე­ბა სხვადასხვა ფორმის, ზომისა და სტილის ლეკითოსები, რაც ასახავს დინამიურ ცვლილებებს  ეპოქის მხატვრული ტენდენციების ფორმირე­ბის პროცესში.

თუ  კონკრეტულად ქობულეთ-ფიჭვნარის სამაროვნებზე აღმოჩენილ ბერძნული კე­რ­ა­მიკულ ნიმუ­შ­­ებზე ვისაუბ­რ­ებთ, გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი საგული­სხ­მო და ანგარიშგასაწევ მასალას წარმოადგენენ ძველ საბერძნეთსა და შა­ვ­ი­ზღვის­პ­ი­რ­ე­თ­­­ის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთ­ი­ერთობე­ბის შე­სწავლისთვის, აღნიშნული ჭურჭლების, მათ შორის ლეკითოსების, ჩვენ რეგიონ­ში მიკ­ვლევის ფაქტი, დაკავშირებულია კოლხეთში ბერძნული კოლ­ო­ნ­იზა­ც­იის პრო­ცეს­თან და, პირდაპირ თუ ირიბად, ასახავს ბერძნული კერამიკული წარ­მო­ების ტრა­დ­იციის და ორიგინალური მხატვრული სტილის გავლენას ადგი­ლ­ო­ბრივი მოსახლეობის მატ­ერიალურ და სულიერ კულტურაზე.

           ქრონოლოგიურად, ლეკითოსების პოპულარობა დაემთხვა ძვ.წ. V სა­უკუნეში ათენის კულტურულ აყვავებას. კლასიკური პერიოდის ათენი მხატვრული და ინ­ტ­ე­ლექ­­ტუალური შემოქმედების ცენტრია, მეჭურჭლეობა კი ათენური ხელოს­ნ­ობის შე­მადგენელი ნაწილია. არქეოლოგიური მასალა საშუალებას გვაძლევს დავრწმუნ­დ­ეთ, რომ ათენელი კერამიკოსები ჭურჭლებს, მათ შორის ლეკ­ითოსებს, ამზადებ­დნენ როგორც პრაქტიკული, ასევე საკულტო მიზნებისთვის. როგორც მოგახსენეთ, ლეკითოსებს გარდაცვლილებს საფლავში ატანდნენ და ასევე მსხვერპლშეწირვის რიტ­უ­ალშიც იყენებდნენ, რის შესახებ სამარხების გვერდით არსებულ სარიტუალო მო­ე­დ­ნებზე მათი მიკვლევის ფაქტი მეტყველებს. ამავე დროს, ლეკითოსებს, ისევე რო­გორც ლუტროფორიებს, იყენებდნენ საფლავის სანიშნეებადაც. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სამარხებში აღმოჩენილ ლეკითოსებზე მეტწილად გადმოცემუ-ლია დაკრძალვის რიტუალის ამსახველი სიუჟეტები: გლოვისა და განბანვის სცენები, მსვლელობა სა­სა­ფლაოსკენ, დასაფლავების პროცესი და ა.შ.  

ფიჭვნარის სამარ­ო­ვნებზე მიკვლეული ლეკითოსების შესწა­ვლა საშუალებას აძლევს მკვლევრებს ობიექტურად გაიზიარონ ჩვენ რეგიონში ბერძნული კუ­ლტურული გავლენის მასშტაბი და ნათლად წარმოვაჩინოთ შავი­ზღ­ვ­ის­პირეთის ცივილიზაციების ელინურ სამყაროსთან შეხების ძირითადი ასპექტები.  

 

სხვა სიახლეები

შავიზღვისპირა ქობულეთის ცენტრალური ქუჩიდან - მთებში

შავიზღვისპირა ქობულეთის ცენტრალური ქუჩიდან - მთებში

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილზე მოგითხრობთ

ქობულეთის მთავარი ნაძვის ხე აინთო

ქობულეთის მთავარი ნაძვის ხე აინთო

სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რომელიც ყველა ასაკის მოქალაქისთვის იყო გათვლილი, 14:00 საათიდან დაიწყო და გვიან ღამემდე კონცერტით დასრულდა.

ჩეხეთის გამოფენა ქობულეთში

ჩეხეთის გამოფენა ქობულეთში

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოფენა მიმდინარეობს