ბლოგი და სიახლეები

ქობულეთის მთავარი ნაძვის ხე აინთო

ქობულეთის მთავარი ნაძვის ხე აინთო

სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რომელიც ყველა ასაკის მოქალაქისთვის იყო გათვლილი, 14:00 საათიდან დაიწყო და გვიან ღამემდე, საღამო დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.
მთელი დღის განმავლობაში, ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა აქტიობა მიმდინარეობდა. მოეწყო საშობაო სოფელი, გამოფენა-გაყიდვები, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ინსტალაციები.


ღონისძიებები საზეიმო ფოიევერკით დასრულდა.


საახალწლო ღონისძიებების ციკლი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში ტარდება. „ძვირფასო ქობულეთელებო რამდენიმე დღე და შემოაბიჯებს 2022 წელი.


ჩვენ ყველა ერთად ვიზრუნებთ რომ 2022 და მომდევნო წლები იყოს ბევრი სიახლის მომტანი თითოეული თქვენგანისთვის. პირველ რიგში მინდა თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, ასევე დამდეგი შობის დღესასწაული. ვისურვებდი, რომ 2022 თოთოეული თქვენგანისთვის იყოს წარმატების, ძალიან ბევრი სიხარულის წელი.


ეს საახალწლო დღესასწაული მოეწყო მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის . მადლობა მინდა ვუთხრა ღონისძიებაში მონაწილე ჯგუფებს, ადამინანებს. ყველას ვინ ამ დღის გალამაზებაში, შექმნაში მიიღო მონაწილოება. დიდი მადლობა ახალგაზრდობას, ყველა ახალგაზრდას რომელიც დღეს აქ არის.
მადლობა ჩემო თანაქალაქელებო. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა ქვეყანაში, მოხარულები ვართ რომ შეგვიძლია ერთად შევქმნათ სადღესასწაულო განწყობა ყველასთვის. იმედი მაქვს ისიამოვნებთ საღამოთო.
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ბედნიერების, კეთილდღეობის წელი იყოს 2022"- ლევან ზოიძე.

 

 

სხვა სიახლეები