ბლოგი და სიახლეები

ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის ქალაქ შვიდნიცას შორის ურთიერთთანამშროლობისა და მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის ქალაქ შვიდნიცას შორის ურთიერთთანამშროლობისა და მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა.


25 აგვისტოს ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის ქალაქ შვიდნიცას შორის ურთიერთთანამშროლობისა და მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა.


აღნიშნული მიზნით ქობულეთს სტუმრობს შვიდნიცას ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგაცია, შვიდნიცას მერი, საკრებულოს თავჯმდომარე და პოლონეთში საქართველოს საპატიო კონსული.


მემორანდუმი ითვალისწინებს მრავალმხვრივ თანამშრომლობას, ეკონომიკური კუთხით, ასევე კულტურული, შემეცნებითი, მეცნიერების მიმართულებით.


„ქალაქებს შორის მეგობრობა მემორანდუმის გაფორმებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და უკვე პრაქტიკული ხასიათის საწყისები ჰქონდა ამ ურთიერთობას. მოგეხსენებათ 2020 წლის პანდემიის პირობებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე მოქალაქე იმყოფებოდა პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით. ფრენების გადადების გამო მათ შეექმნათ გარკვეული სახის პრობლემები. სწორედ შვიდნიცას ადგილობრივმა თვითმართველობამ, კონსულისა და შვიდნიცას მერის ქალბატონი ბეატას შუამდგომლობით გადაუდებელი სახის დახმარება გაუწიეს ჩვენ მოქალაქეებს. ისინი უზრუნველყოფილი იქნენ ყველა აუცილებელი ხასიათის დახმარებით და საბოლოოდ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.


ეს არის მემორანდუმი რომელიც არის უკვე დამყარებული ძალიან პრაქტიკულ, ძალიან ასე ვთქვათ კეთილსინდისიერ ურთიერთობასთან ქალაქებს შორის და შესაბამისად მე ვიმედოვნებ რომ მემორანდუმში ასახული ყველა სურვილი, ყველა მისწრაფება, ყველა ის ჩანაწერი რომელიც ამ ტექსტში არსებობს ასახვას ჰპოვებს ნამდვილ, პრაქტილულ მეგობრულ ურთიერთობებში ამ ორ ქალაქს შორის. განსაკუთრებით იმ ძალიან მნიშვნელოვან რთულ გზაზე რომელსაც ეხლა უდგას საქართველო და ეს არის ევროკავშირისაკენ მიმავალი გზა, სწორედ ესეთ მეგობრულ ურთიერთოებებს ევროპულ ქალაქებთან მათ შორის პოლონეთის ქალაქებთან აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. ეს გამოცდილების გაზიარების კუთხით და მომავალში კიდევ უთიერთობების გაღრმავების მიზნით" - მირიან ქათამაძე.

 

სხვა სიახლეები

შავიზღვისპირა ქობულეთის ცენტრალური ქუჩიდან - მთებში

შავიზღვისპირა ქობულეთის ცენტრალური ქუჩიდან - მთებში

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილზე მოგითხრობთ

ქობულეთის მთავარი ნაძვის ხე აინთო

ქობულეთის მთავარი ნაძვის ხე აინთო

სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რომელიც ყველა ასაკის მოქალაქისთვის იყო გათვლილი, 14:00 საათიდან დაიწყო და გვიან ღამემდე კონცერტით დასრულდა.

ჩეხეთის გამოფენა ქობულეთში

ჩეხეთის გამოფენა ქობულეთში

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოფენა მიმდინარეობს