ბლოგი და სიახლეები

არქეოლოგიური სამუშაოები ფიჭვნარის სამაროვანზე 2024

არქეოლოგიური სამუშაოები ფიჭვნარის სამაროვანზე 2024

 აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით განახლდა საველე არქეოლოგიური სამუშაოები ფიჭვნარის სამაროვნის ტერიტორიაზე. კერძოდ: ძვ.წ. IV საუკუნის კოლხურ და ბერძნულ, აგრეთვე ელინისტურ სამაროვნებზე. (ექსპედიციის ხელმძღვანელი არქეოლოგი ემზარ კახიძე).ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე შესწავლილია ასობით სამარხი, სადაც აღმოჩენილი არტეფაქტები კოლხური და ელინური სამყაროების მჭიდრო ურთიერთობებზე მოგვითხრობს.

 

მიმდინარე წელს გათხრები ძვ.წ. მე-4 ს კოლხურ და ბერძნულ, აგრეთვე ელინისტურ სამაროვნებს შეისწავლის.

დღეისთვის აღმოჩენილია 10-მდე სამარხი და 2 აღაპი, სადაც იმპორტული და ადგილობრივი კერამიკა, კოლხური მონეტები, ვერცხლის ფირფიტა და რკინის სამაჯური ფიქსირდება.

 

სხვა სიახლეები

შავიზღვისპირა ქობულეთის ცენტრალური ქუჩიდან - მთებში

შავიზღვისპირა ქობულეთის ცენტრალური ქუჩიდან - მთებში

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილზე მოგითხრობთ

ქობულეთის მთავარი ნაძვის ხე აინთო

ქობულეთის მთავარი ნაძვის ხე აინთო

სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რომელიც ყველა ასაკის მოქალაქისთვის იყო გათვლილი, 14:00 საათიდან დაიწყო და გვიან ღამემდე კონცერტით დასრულდა.

ჩეხეთის გამოფენა ქობულეთში

ჩეხეთის გამოფენა ქობულეთში

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოფენა მიმდინარეობს