აღწერა
ადგილი, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს ფილმის სცენარისთვის სპეციალურად შექმნილ გარემოს მოგვაგონებს, ესაძეების 160 წლის კარმიდამოა სოფელ ლეღვაში. საოცარი სანახავია ხალიჩასავით ხავსით დაფარული ეზო და ამ ეზოში თავმომწონედ მდგარი ხის სახლი, რომელიც ჯერ კიდევ ამაყად მასპინძლობს აქ მოსულ სტუმარს. ყველა, ვინც ამ სახლს სტუმრობს ერთხმად აღნიშნავს, რომ მისი ავთენტური გარემო წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ყოველ მათგანში.
აქ ყველაფერი ბუნებრივ ფერებშია და ამ ყველაფრის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვის ოჯახის უსაყვარლეს წევრებს მერი ბებოს, სოსო ბაბუს და ბატონ ლევანს.