ქობულეთის მუზეუმი

აღწერა

 

ვისაც სურს გაეცნოს ქობულეთის წარსულის ნაშთებს აუცილებლად უნდა ეწვიოს ქობულეთის მუზეუმს, რომელიც ცენტრალურ ქუჩაზე დავით აღმაშენებლის 100 ნომერში მდებარეობს


მუზეუმს საკმაოდ მდიდარი კოლექცია გააჩნია, აქ წარმოდგენილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მასალა, რომელიც ადამიანის განვითარების ყველა ეტაპს მოიცავს, ქვის ხანიდან შუასაუკუნეების ჩათვლით.


ასევე ნახავთ იარაღებს, კერამიკას, მონეტებს, უძველეს ხელნაწერებს, სხვადასხვა პერიოდის ხელოვნების ნიმუშებს, ეთნოგრაფიულ მასალას, ფოტოებს და სხვა საინტერესო არტეფაქტებს. ქობულეთის მუზეუმი ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია საქართველოსა და კონკრეტულად ამ მუნიციპალიტეტის ისტორიისა და უძველესი კულტურის გასაცნობად.