ბობოყვათი

აღწერა

კურორტი ბობოყვათი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შავი ზღვის პირას, ზღვის დონიდან 60 მეტრზე. თუკი მზიანი სანაპიროებისა და რუჯის მოყვარული ხართ, ბობოყვათი ამისთვის ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია. ულამაზესი გარემო, უმშვენიერესი ზღვის ხედები, ფერადოვნება, კაფე-ბარები, რესტორნები, სადაც უგემრიელეს ქართულ ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ და კომფორტული სასტუმროები სასიამოვნო გარემოს შეგიქმნით დასვენებისა და განტვირთვისთვის. ბობოყვათი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ზღვაზე დასვენების მსურველთათვის.