ჩაქვი

აღწერა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე ჩაქვისწყლის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 30 მეტრზე. იგი მთლიანად გარშემორტყმულია მტირალას ეროვნული პარკით რაც კანსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს ამ ადგილს. ამწვანებული სანაპირო ზოლი, ზღვის უმშვენიერესი ხედები, კეთილმოწყობილი სანაპიროები, კომფორტული სასტუმროები და კაფე-ბარები უამრავ ადგილობრივსა თუ ტურისტს იზიდავს. ჩაქვი ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია მზიანი სანაპიროების მოყვარულთათვის. ჩაქვში მდებარეობს მტირალას ეროვნული პარკის საინფორმაციო ცენტრი, სადაც ვიზიტორებს ეროვნული პარკის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. მტირალას პარკი ულამაზესი ადგილია და აქ შეგიძლიათ როგორც პიკნიკის მოწყობა, ასევე ლაშქრობის დაგეგმვა. ტყე, ჩანჩქერები, საოცარი ბუნება გულგრილს არავის ტოვებს. მტირალას მთაზე შესაძლებელია საწყლოსნო, ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების, ასევე ექსტრემალური ტურების ტურების მოწყობა.  აქ სპეციფიური ტურების მოწყობაც შეგიძლიათ, რომლის განმავლობაშიც დააგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ კერძებს, გაეცნოთ ქობულეთის სოფლის ცხოვრებას, ადგილობრივი მეურნეობის მართვის ტრადიციულ ხერხებს, ისწავლოთ რძის პროდუქტებისა ტრადიციული კერძების მომზადება და ა.შ.