ციხისძირი

აღწერა

სოფელი ციხისძირი  ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 60-90 მეტრზე. იგი ჰავის უნიკალურობით გამოირჩევა, აქ ზღვისა და მთის ჰავა ერწყმის ერთმანეთს და ზაფხულობით უფრო გრილა, ვიდრე ბათუმსა და ქობულეთში, ზამთარში კი - უფრო თბილა. ციხისძირში ამწვანებული სანაპიროებითა და უსასრულო ზღვის საოცარი ხედებით დატკბებით. კეთილმოწყობილი პლაჟები, ულამაზესი ბაღები, კომფორტული სასტუმროები, კაფე-ბარები და რესტორნები იდეალურ გარემოს შეგიქმნით შესანიშნავი და დაუვიწყარი დასვენებისთვის. ციხისძირი ბუნებისა და გასართობი ადგილების გარდა კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისითაც საინტერესო ადგილია. ეს ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული და აქ ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხე-ქალაქი იყო გაშენებული. ციხისძირის მთავარი ღირსშესანიშნაობა პეტრას ციხეა, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს