კურორტი ქობულეთი

აღწერა

შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კოლხეთის დაბლობის უკიდურეს სამხრეთდასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ 20 ათასამდე მცხოვრებია. საკურორტო სეზონზე მას უამრავი დამსვენებელი სტუმრობს. კურორტი კომფორტული ჰავითა და განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. იანვრის საშუალო ტემპერატურა +50-ს აღემატება, ხოლო ივლისისა _ +220+250-ია. ნალექების რაოდენობა 2000 მმ-ს აღწევს, რაც საკურორტო სეზონზე უნალექო დღეების მნიშვნელოვანი რაოდენობით კომპენსირდება. ამავე პერიოდში ზღვის წყლის ტემპერატურა +23+240-ია, რაც ზრდის კურორტის რეკრეაციულ მნიშვნელობას. ქობულეთის წვრილფრაქციანი სანაპირო პლაჟი 10 კმ-ზე მიუყვება შავი ზღვის სანაპიროს. პლაჟსა და დასახლებულ ნაწილს შორის 3-4 მეტრი სიმაღლის და რამდენიმე ათეული მეტრი სიგანის სანაპიროდიუნური ზოლია, სადაც ფიჭვის მძლავრი კორომებია გაშენებული. ფიჭვნარი პარკი განსაკუთრებულ მიკროკლიმატს ქმნის, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ფილტვებით დაავადებულთათვის უებარი სამკურნალო საშუალებაა. ქობულეთის სიახლოვესაა კოლხეთის ჭარბტენიანი დაცული ტერიტორიები, კინტრიშის ნაკრძალი და მტირალას ეროვნული პარკი, რაც ზრდის მის რეკრეაციულ დანიშნულებას.