აღწერა
ქობულეთში გამართული არაერთი საერთაშორისო მნიშვენლობის ღონისძიებების ფონზე, MICE-ტურიზმი მნიშვნელოვანი ადგილს იკავებს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურული სასტუმროები, უგემრიელესი ადგილობრივი, ევროპული თუ აზიური სამზარეულო, მომხიბვლელი გარემო - ის პირობებია, რომელიც ქობულეთში ტურიზმის ამ სახეობის განვითარებას განაპირობებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ოპერირებენ, მაღალი დონის 4 დიდი სასტუმრო, ჯორჯია პალასი, კასტელო მარე, ოაზისი და შატო კვირიკე, ასევე შეხვედრების, კონფერენციებისა და გამოფენების გასამართად საჭირო ინფრასტრუქტურას აქ ადგილობრივი სხვა უფრო მცირე სასტუმროებიც შემოგთავაზებენ.