აღწერა
ქობულეთი ზღვასთან ყველაზე ახლოს მდებარე კურორტია საქართველოს შავიზღვისპირეთში. ქობულეთი, თავისი რბილი, ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატით, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. წვრილ-ქვიშიანი ნაპირი, კაშკაშა მზე კარგ პირობებს ქმნის ჰელიოთერაპიის, ძვალ-სახსრების, ლიმფური ჯირკვლებისა და სხვა ორგანოების, ბრონქიალური ასთმისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისთვის. ქობულეთის პლაჟები კეთილმოწყობილია, ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის წყლის ატრაქციონი. ზღვისპირა პარკში უხვადაა სპორტული მოედნები, საზაფხულო კაფე-ბარები, ბუნგალოები თუ რესტორნები.