ეკო ტურიზმი

აღწერა


მობუდარ თუ გადამფრენ ფრინველებსა და ნოტიო სუბტროპიკული ტყეების იარუსებად გაზრდილ მცენარეებზე დაკვირვება, ქვიშის დიუნები, სფაგნუმიანი ჭაობები, კატერით გასეირნება, ზიპლაინი, ულამაზეს ტბებზე ლაშქრობა, კულტურული ძეგლების, ტაძრებისა და თაღოვანი ხიდების დათვალიერება, ფეხით და ცხენით აჭარის საოცარ სოფლებში გასეირნება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ეკოტურისტული აქტივობებისა, რომლითაც ქობულეთს  დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება გაერთოთ.


ქობულეთს მუნიციპალიტეტში სამი დაცული ტერიტორია, კეთილმოწყობილი ბილიკებითა და ველობილიკებით, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილებით. ქობულეთის  ლანდშაფტი შესანიშნავ საშუალებას იძლევა ლაშქრობების მოსაწყობად, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკო-ტურების გასამართად. მოვლილი, მაგრამ ხელუხლებელი ბუნება, მდიდარი მწვანე გარემო, ჩანჩქერები, ტბები და მდინარეები, ნაკრძალები - ენდემური და რელიქტური სახეობებით, მთები, რომელიც ცასთან გაახლოებს და ზღვა - უნიკალური სამყაროთი ტურიზმის ამ სახეობის მოყვარულთათვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს. ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის დაცული ტერიტორიები და მტირალას ეროვნული  ტყე და ქვიშის დიუნები და კიდევ ბევრი ულამაზესი ადგილი- თქვენთვის, უდაოდ, აღმოჩენად იქცევა.