ტურისტული_ცენტრი

ქობულეთის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, ქალაქის ცენტრში მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, საინფორმაციო ცენტრში, შეგიძლიათ მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია აჭარის ღირშესანიშნაობების, განთავსების, კვების ობიექტების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

 

ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში შესაძლებელია გაეცნოთ და აიღოთ უფასო აჭარის ტურისტული სამენოვანი გზამკვლევი, ტურისტული მარშრუტების რუკა და სხვადასხვა ობიექტების ფლაერები. ასევე დაჯავშნოთ და მიიღოთ ინფორმაცია მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით არსებულ მარშრუტების შესახებ.

 

საინფორმაციო ცენტრებში წარმოდგენილია სუვენირები და ადგილობრივი წარმოების პროდუქცია (აჭარაში წარმოებული ღვინო, ნატურალური თაფლი, ადგილობრივი წარმოების ჯემები, აჭარის ღირშესანიშნაობების აღმნიშვნელი სუვენირები). ასევე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ Batumi Discount Card-ით, რომელშიც განთავსებულია 50- მდე ტურისტული ობიექტი ფასდაკლებით, ფასდაკლების ბარათი შეიცავს მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის 10 სამგზავრო ბილეთს და სიმ-ბარათს.

მის: ქ.ქობულეთი, აღამაშენებლის ქ.N 139/141.
ტელ: +995 0422 29 44 13
სამუშაო საათები: 09:00-19:00