ქობულეთის დაცული ტერიტორიები

ქობულეთის დაცული ტერიტორიები (ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი) საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, რამსარის კონვენციით აღიარებული უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების, როგორც მაღალი ღირებულებების მქონე ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით შეიქმნა. წყლის ფრინველთა და მცენარეების მრავალფეროვნებით გამორჩეული ტორფნარები მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მოიცავს ქობულეთის ზღვისპირა ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვანი ჰაბიტატებია გადამფრენი, მობუდარი და მოზამთრე წყლის ფრინველთა სახეობებისათვის. ბოტანიკოსების დიდ დაინტერესებას იწვევს აქ არსებული ბორეალური სახეობები: სფაგნუმი ანუ თეთრი ხავსი და მწერიჭამია დროზერა.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფნარებს, რომლებზეც მოწყობილია ბილიკები და ვიზიტორებს საშუალება აქვთ განახორციელონ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურები. ვიზიტორთა ცენტრი კომბინირებულია ადმინისტრაციულ შენობასთან. აქვე შესაძლებელია ჭაობის თხილამურების დაქირავება და სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება./ 500 , 2 სთ, საფეხმავლო, მარტივი /


ბილიკი 1

საფეხმავლო ბილიკი მიემართება დაცული ტერიტორიების შესასვლელიდან - გადასახედ კოშკამდე. ვიზიტორი გადასასვლელი ხიდით გადავა ე.წ „სმეკალოვკის არხზე",  თუ კარგად დააკვირდება აქ  ულამაზესი ლურჯი ფერის ფრინველს, ალკუნს შენიშნავს, და თუ ბედმა გაუღიმა ეს ადგილები იშვიათი ჭაობის კუს საბინადროა და მასაც დაინახავს.  სფაგნუმიანი გუმბათისაკენ მიმავალ გზაზე განთავსებულია საინტერპრეტაციო - საინფორმაციო დაფები, რომლებიც ვიზიტორს მოუთხრობს დაცული ტერიტორიის მსოფლიო უნიკალურობაზე, ფლორისა და ფაუნის, კლიმატისა და „ისპანი"-ს ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ნამოსახლარების შესახებ, ნახავს სფაგნუმიანი გუმბათის პროფილურ დიაგრამას. ფრინველებზე  თვალთვალის „birdwatching"-ის მოყვარულთათვის (ამ ტერიტორიებს რამსარის კონვენცია იცავს) შესაძლებელია ჭოგრიტების გაქირავება, განსაკუთრებით კი გაზაფხული და შემოდგომაა საუკეთესო პერიოდი გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისათვის.


ბილიკი 2

/ 1 კმ, 3 სთსაფეხმავლო, მარტივი /

მდ. შავ ღელეზე  გადასასვლისას ვიზიტორი ნახავს საქართველოს ფლორის ისეთ იშვიათ სახეობებს, როგორიცაა: შხაპრი, ყვითელი დუმფარა, ადრე გაზაფხულზე მოყვავილე ცხენისკბილა, შემდეგ მოუხვევს მარჯვნივ მდ. შავ ღელეზე გადასასვლელი ხიდიდან,  ჭილიანი ცენოზის გავლის შემდეგ უკვე იწყება ისპანის ნაკრძალი - მსოფლიოს პირველი პერკოლაციური სფაგნუმიანი ტორფნარი ისპანი 2.  ვიზიტორი გაივლის ლიანებით გადახლართულ მურყნარ ტყეს, სანამ სფაგნუმიან საფარველს მიაღწევს  გაივლის გამყივარების დროინდელი სახეობის, სამეფო გვიმრის  საბურველქვეშ.  სფაგნუმის „ხალიჩაზე" გადაადგილებისას, იმის გამო, რომ ზიანი არ მიადგეს ეკოსისტემისათვის დამახასიათებელ, უნიკალურ ჰიდროლოგიურ რეჟიმს და ვიზიტორებს გაუადვილდეთ გადაადგილება,  დაცული ტერიტორიის  ადმინისტრაციას ამ მიზნით გააჩნია სპეციალური თხილამურები გასაქირავებლად.


ბილიკი 3

მანძლი 1 კმ., ხანგძლივობა 3 სთ., მარტივი / საფეხმავლო

ბილიკი მიერმართება სახელმწიფო ნაკრძალის სამხრეთ დასავლეთით, სადაც განთავსებულია საინფორმაციო დაფები, რომლებიც მოგვითხრობენ უნიკალური ეკო-სისტემის შესახებ. გადასასვლელი ხიდით გადავდივართ ე.წ „სმეკალოვკის" არხზე და ისევ საფეხმავლო ბილიკით მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ. ამ ტურისტული მარშუტით ვიზიტორს შეუძლია მოინახულოს ქობულეთის აღკვეთილი ისპანი I, რომელიც წარმოადგენს ანთროპოგენულად ძლიერ სახეშეცვლილ ჭარბტენიანი ლანდშაფტის კლასიკურ მაგალითს. ვიზიტორებს შეუძლიათ ნახონ სფაგნუმის ბალიშებზე მოზარდი მცენარეები, როგორიცაა: მწერიჭამია დროზერა, ჩრდილოეთის ისლი, კავკასიის და თეთრი რინხოსპორა, ულამაზესი ჯადვარი, მაისის თვეში აყვავებული შქერი, იელი და საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სამეფო გვიმრა. გაატარეთ ზაფხული შავი ზღვის სანაპიროზე და პარალელურად იმოგზაურეთ გამყინვარების უკანასკნელი პერიოდის დროინდელ, დღემდე შემორჩენილ შორეული ჩრდილოეთის ფლორის თავშესაფრებში. იხილეთ გადამფრენი ფრინველები ევრაზიასა და აფრიკას შორის მოგზაურობისას, იხილეთ საქართველოს წითელი წიგნის ბინადარი ენდემური და რელიქტური სახეობები.. გადაიღეთ სამოყვარულო ფოტოები... და რაც მთავარია, ტურისტებს ელით ღიმილიანი და თბილი მიღება-დახვედრა, ნებისმიერი ტურისტი აღმოჩნდება ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომელთა უდიდესი ყურადღების გარემოცვაში.