კინტრიშის დაცული ტერიტორიები

კინტრიშის დაცული ტერიტორია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 13514 ჰა-ს შეადგენს. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის, ზღ. დ.-დან 300-2500 მ-ის სიმაღლეზე. დაცულ ტერიტორიებს ჩრდილოეთით ქობულეთის სატყეოს ადმინისტრაციის ტერიტორიები, სამხრეთ აღმოსავლეთით შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სამხრეთით ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სამხრეთ-დასავლეთით კი მტირალას ეროვნული პარკი ესაზღვრება. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ორ სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას - სახელმწიფო ნაკრძალსა და დაცულ ლანდშაფტს მართავს. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი 1959 წელს შუამთის რელიქტური ტყეებისა და ენდემური სახეობების, ფლორისა და ფაუნის დაცვის მიზნით დაარსდა.


2007 წელს კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის  ბაზაზე დაცული ლანდშაფტი შეიქმნა. სახელმწიფო ნაკრძალის ფართობია 3108 ჰა, ხოლო ეროვნული პარკის 10406 ჰა. კინტრიშის ორი ტურისტული მარშრუტი მდებარეობს ზღვის დონიდან 300-2000 მ-ის სიმაღლეზე. ბილიკზე გადაადგილება შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე ცხენით. მარშრუტის გასწვრივ მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, ასევე გამოყოფილია კოცონის დასანთები ადგილი. გიდის, ცხენის და ადგილობრივი ტრანსპორტის ორგანიზებაში დაგეხმარებათ დაცული ტერიტორიების ვიზიტორტა ცენტრი.


2018 წელს რეკატეგორიზაციის შედეგად დაცულ ლანდშაფტს შეეცვალა სტატუსი და გახდა ეროვნული პარკი. ამჟამად ადმინისტრაცია მართავს 2 კატეგორიას: სახელმწიფო ნაკრძალი (3108 ჰა) და კინტრიშის ეროვნული პარკი (10406 ჰა).კინტრიშის დაცული ტერიტორიები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი ადმინისტრაცია ქობულეთში, ვიზიტორთა ცენტრი კი სოფ. ცხემვანში, ადმინისტრაციიდან 24 კმ-შია განლაგებული. 

რელიქტური ტყეებითა და მცენარეთა ენდემური სახეობებით გამორჩეული ტერიტორია ვიზიტორებს 2, სხვადასხვა სირთულის მარკირებულ და კეთილმოწყობილ მარშუტს, "თამარის თაღოვანი ხიდის" 1-დღიან საფეხმავლო და "უთხოვარის და ტბა ტბიყელის" 2-დღიან საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკს სთავაზობს. 


ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ:

  • კარავი -10 ლარი;
  • პარალონი - 3 ლარი;
  • საძილე ტომარა - 5 ლარი;
  • ზურგჩანთა -5 ლარი;
  • ცხენი - 50 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 30 ლარი;
  • საპიკნიკე ადგილი - 1 მაგიდა - 15 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 10 ლარი;
  • საკარვე ადგილი - 1 ადამიანი - 5 ლარი.
  • რეკრეაციული თევზჭერა 1 ადამიანი / 2-3 სთ 35 ლარი

 

თამარის თაღოვანი ხიდისა და ბზის კორომის ტური ხორცილდება მთელი წლის განმავლობაში, ხოლო უთხოვარი და ტბა ტბიყელის ტური აპრილიდან ნოემბრამდე.

შენიშვნა: სოფ. ცხემვანიდან ხინომდე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანით.


განთავსება

  • ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში, სოფ. ცხემვანი: 1 ადამიანი - 15 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 10 ლარი.


დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ნანა ნოღაიდელი, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ტელ: 577 59 21 12, ელფოსტა: kintrishis@gmail.com

ადმინისტრაცია: ქ.ქობულეთი, აღმაშენებლის#271
ვიზიტორთა ცენტრი:  ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ცხემვანი