ქობულეთის ისტორია ათასწლეულებს ითვლის. რეგიონი მდიდარია ქვის ხანის ადრეფეოდალური და ანტიკური არქეოლოგიური ძეგლებით, რაც ძველ კოლხეთსა და საერთოდ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრის არსებობას ადასტურებს.
აქ ნაპოვნია ძვ. წ. აღ. Vს-ის ოქროს ბრწყინვალე ნაკეთობები – ჭურჭელი, სამკაულები, ლარნაკები და ა.შ. ასევე ოქროს ფიგურიანი კრატერი, რომელიც მსოფლიოში სულ რამდენიმეა. დამთვალიერებელთა აღფრთოვანებას იწვევს ფიჭვნარისა და სოფელ კოხის ნასახლარები, სოფელ ზენითის საწნახელი, პეტრას, თეთროსნის, ეკლიასა და ალამბრის ციხეთა ნანგრევები თუ შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდები.
მტირალას ეროვნული პარკი კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მცირე კავკასიონის, სახელდობრ აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ქობულეთ-ჩაქვის ქედზე - შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს.
გაიგე მეტიკინტრიშის დაცული ტერიტორია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის რაიონში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 13514 ჰა-ს შეადგენს. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის
გაიგე მეტიმტირალას ეროვნული პარკი კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მცირე კავკასიონის, სახელდობრ აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ქობულეთ-ჩაქვის ქედზე
გაიგე მეტიაჭარის ზღვისპირეთში სუბტროპიკული ჰავაა. აქ თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული იცის. შავი ზღვის სანაპირო ზოლი ჭარბტენიანია, ვიდრე აჭარის მაღალმთიანი რაიონები. მაღალმთიანი რაიონები დიდთოვლიანობით გამოირჩევა
გაიგე მეტი